შინაურებისთვის მინანისა და მსოფლიოსთვის “კლდის ვეფხვის” შესახებ ბევრი დაწერილა, ფილმებიც გადაღებულა, ლეგენდებიც მოყოლილა, მაგრამ ყველაზე კარგად მისი გაცნობა ისევ მისი დაბადების სიმაღლეზე - 1500 მეტრზე შეიძლება. კერძოდ კი, მესტიაში, მის მშობლიურ სახლში, უკვე სახლ-მუზეუმში, სადაც ყველაფერი ზუსტად ისე დაგვხდებათ, როგორც მის სიცოცხლეში იყო. ( სურათები მუზეუმის)
სახლ-მუზეუმის I სართულზე, სვანურ მაჩუბში დავათვალიერეთ ხერგიანის პირადი ნივთები – ადგილობრივი სახლებისთვის დამახასიათებელ ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები; აქვე, სამი ოთახში წარმოდგენილია ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორია, მიხეილის მოგზაურობების ამსახველი ფოტო-მასალას, ჯილდოები, საჩუქრები...
ამის შემდეგ მეორე დღეს ვეწვიეთ მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმს
მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნების და ხატწერის უნიკალური ნიმუშები ( X საუკუნის მაცხოვრის ხატი, XI I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის ჭმ. გიორგის ხატი , XII საუკუნის ორმოცი მოწამის ხატი და ჯვარცმის ხატი, ღვთისმშობლის IX—X
საუკუნეების ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები — IX—XIV საუკუნეების სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI—XIII საუკუნეების ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.
მუზეუმში შესვლისას , მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ისტორიკოსი ვარ, დახმარება ვთხოვეთ ექსკუსრიამძღოლს . თვასაჩინოებისა და ექსპონატების დათვალიერება მოსწავლეებს ეხმარებათ ვიზუალურად აღიქვან მასალა, მათ გადაიღეს ფოტოები , თავადაც წარადგინეს პრეზენტაცია ,დაათვალიერეს ექსპონატები. აკვირდებოდნენ, აფასებდნენ
გარდა ზოგადი ცოდნის მიღებისა, სამუზეუმო სწავლება ხელს უწყობს მოზარდებში ისეთი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაცია და წარმოსახვა, დამოუკიდებლად მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარები. ჩემი მიზანია მუზეუმი მოსწავლეებისთვის იყოს სიხარულისა და შთაგონების ადგილი, მათში აღვივებდეს ინტერესსა და შემოქმედებითობას, ამასთანავე ეხმარებოდეს მათ სამყაროს აღქმასა და შემეცნებაში.