ისტორიის კლუბი ,, საქართველოს ბილიკებზე"- კლუბის შექმნის მიზანი



   სსიპ ქალაქ თბილისის  N32 აჯარო  სკოლაში ფუნქციონირებს ისტორიის კლუბი ,,საქართველოს ბილიკებზე" .
·        კლუბი   დაფუძნებულია ისტორიის მასწავლებლის ეკატერინე ხონელიძის  მიერ.
·        კლუბი დაფუძნებულია განსაზღვრული ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ სსიპ ქალაქ თბილისის  N32  საჯარო სკოლაში.
·      კლუბს აქვს სახელწოდება  ,,საქართველოს ბილიკებზე"
·ზემოთ ხსენებულმა კლუბმა შეიმუშავა წესდება და  განსაზღვრა სტრუქტურა, საქმიანობის წესები და მიზნები.  აღსანიშნავიარომ კლუბში წევრობა ნებაყოფლობითია და აერთიანებს  XI    კლასის მოსწავლეებს.


                                
                                           კლუბის მიზნები და ამოცანები:

v  კლუბის მიზანი არის ისტორიის გაღრმავებული სწავლება.ისტორიით დაინტერესებულ მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა იმ თემებზე, რომლებიც არ არის შეტანილი სასკოლო პროგრამაში .
v  სასკოლო  პროგრამით გათვალისწინებული საკითხების უფრო ღრმად შესწავლა მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე.
v  კლუბის მიზანიაარა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა და ცოდნის დაგროვებაარამედ შესასწავლი მასალისადმი სწორი დამოკიდებულება და იმ უნარჩვევების გამომუშავებარომლებიც ხელს შეუწყობენ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.  



        აქტუალობა :  მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს ისეთი აქტივობები, რომლებიც ითვალისწინებენ  წინამდებარე თუ მომდევნო მოვლენების  განვითარების პროგნოზირებას, მათ  მოდიფიცირება- მოდელირებას და სათანადოდ  გაფორმებას.




  
                           
                      კლუბში სასკოლო მონაწილეობა ხელს უწყობს:

·         მოსწავლემ შეძლოს ქრონოლოგიური ერთეულების სისტემის გამოყენება ; ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან დაკავშირება. რუკის კითხვა და გაგება.
·         ისტორიული მოვლენების (პიროვნებების) განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზებზე მსჯელობა, ანალიზი და შეფასება.
·         კონფლიქტების მიზეზების, განვითარებისა და შედეგების შესწავლა და შეფასება.
·         სახელმწიფოში  მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირის შესახებ მსჯელობა;
·         პირველადი და მეორადი წყაროების ანალიზი,  ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება ;
·         სხვადასხვა ეპოქაში საქართველოსა და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ,სოციალური,ეკონომიკური და კულტურული ცვლილებების შესახებ მსჯელობა;
·         მოსწავლე შეძლებს არგუმენტირებული ესეს დაწერას ისტორიულ თემატიკაზე;
·         ისტორიული თემის დაწერას  დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის საფუძველზე.

საქართველოს ისტორიის საგანი უფრო საინტერესო რომ გავხადო მხოლოდ ფაქტებზე არ იყოს ორიენტირებული , მოეწყობა გასვლითი ღონისძიებები საქართველოს მუზეუმებში, ეროვნულ არქივში,მოეწყობა საველე გაკვეთილები არქეოლოგიურ გათხრებზე და მოსწავლეები თავად  მიიღებენ მონაწილეობას იმიტირებულ არქეოლოგიურ კვლევაში, მოეწყობა  ლაშქრობები და ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ისტოიურლი ძეგლების მოსანახულებლად , სადაც ისტორიული დეტალების გაცნობა დაეხმარება მოსწავლეებს ყველა ისტორიული მოვლენის გააზრებაში, ჩამოუყალიბებს მათ მზრუნველ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ.
      და ბოლოს, საკლუბო მუშაობა ხელს შეუწყობს სკოლაში საგნის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს გაუჩნდებათ საგნისადმი უფრო მეტი ინტერესი და პატივისცემა. გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე და გახდებიან უფრო აქტიურები















Комментариев нет:

Отправить комментарий

შინაურებისთვის მინანისა და მსოფლიოსთვის “ კლდის ვეფხვის ” შესახებ ბევრი დაწერილა , ფილმებიც გადაღებულა , ლეგენდებიც მოყოლილა ,...