წესდება
სსიპ ქალაქ თბილისის N32სკოლის
ისტორიის კლუბის - ,,საქართველოს ბილიკებზე"
წესდება
1.ზოგადი დებულებები
1.1 სსიპ ქალაქ თბილისის N32 სკოლის ისტორიის საგანმანათლებლო კლუბი დაფუძნებულია ამავე სკოლის ისტორიის პედაგოგის - ეკატერინე ხონელიძის მიერ.
1.2 კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩარგლის #24
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1ისტორიის გაღრმავებული სწავლება.ისტორიით დაინტერესებულ მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა იმ თემებზე, რომლებიც არ არის შეტანილი სასკოლო პროგრამაში
2.2 სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების უფრო ღრმად შესწავლა მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე.
2.3. სოციუმთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარება
2.4 მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
3. კლუბში გაწევრიანება :
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის XI კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს ოცი მოსწავლისაა;
4.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგენოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელობს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას,
4.3 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით : დამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, დაამტკიოს კლუბის საანგარიშო პერიოდის ანგარიში, აირიოს ან ვადაე ადრე გადააყენოს პრეიდენტი.
4.4 კლუბის პრეზიდენტი აირჩევა 1 წლის ვადით.
5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ორჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
კლუბის მუშაობის განმავლობაში გამოყენებული იქნება სწავლება შემდეგი მეთოდებით:
· ჯგუფური სავარჯიშოები
· პრეზენტაცია
· დისკუსია
· დებატები
· ექსკურსია
· ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები
კლუბის მუშაობა
კლუბის წევრები იკრიბებიან თვეში ორჯერ, ხუთშაბათ დღეს, გაკვეთილების შემდეგ.
დრო:
· კლუბის მუშაობა განხორციელდება 2019-2020 სასწავლო წლის I-II სემესტრის განმავლობაში, ოთხშაბათობით 14:00 სთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий