4-5-6 ოქტომბერი
ვიწყებთ მოგზაურობას: სასწაული ადგილი და სასწაული სილამაზე- ეს სვანეთია. მართლაც სამოთხე დედამიწაზე. საოცარი კუთხე- ბუმბერაზი მთებისა და კოშკების საუფლო. სვანეთი თავისი იდუმალებით, მიუკარებელი და ამაყი. ბერჯერ უნდა გაოცდე, ბერჯერ უნდა აღფრთოვანდე # ხედი#ბუნება#ისტორია და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით მოგზაურობა სვანეთში
შინაურებისთვის მინანისა და მსოფლიოსთვის “კლდის ვეფხვის” შესახებ ბევრი დაწერილა, ფილმებიც გადაღებულა, ლეგენდებიც მოყოლილა, მაგრამ ყველაზე კარგად მისი გაცნობა ისევ მისი დაბადების სიმაღლეზე - 1500 მეტრზე შეიძლება. კერძოდ კი, მესტიაში, მის მშობლიურ სახლში, უკვე სახლ-მუზეუმში, სადაც ყველაფერი ზუსტად ისე დაგვხვდა, როგორც მის სიცოცხლეში იყო. ( სურათები მუზეუმის)

სახლ-მუზეუმის I სართულზე, სვანურ მაჩუბში დავათვალიერეთ ხერგიანის პირადი ნივთები – ადგილობრივი სახლებისთვის დამახასიათებელ ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები; აქვე, სამი ოთახში წარმოდგენილია ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორია, მიხეილის მოგზაურობების ამსახველი ფოტო-მასალას, ჯილდოები, საჩუქრები...
ამის შემდეგ მეორე დღეს ვეწვიეთ მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმს
მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X საუკუნის მაცხოვრის ხატი, XI საუკუნის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII საუკუნის ორმოცი მოწამის ხატი და ჯვარცმის ხატი, ღვთისმშობლის IX—X საუკუნეების ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები — IX—XIV საუკუნეების სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI—XIII საუკუნეების ჰადიშის, ლაბსაყალდის,იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.
მუზეუმში თვასაჩინოებისა და ექსპონატების დათვალიერება მოსწავლეებს ეხმარებათ ვიზუალურად აღიქვან მასალა, მათ გადაიღეს ფოტოები , დაათვალიერეს ექსპონატები. აკვირდებოდნენ,
აფასებდნენ
გარდა ზოგადი ცოდნის მიღებისა, სამუზეუმო სწავლება ხელს უწყობს მოზარდებში ისეთი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა ყურადღების კონცეტრაცია და წარმოსახვა, დამოუკიდებლად მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარები.
ჩემი მიზანია მუზეუმი მოსწავლეებისთვის იყოს შთაგონების ადგილი. მათში გაღვივდეს ინტერესსა და შემოქმედებითობას, ამასთანავე ეხმარებოდეს მათ სამყაროს აღქმასა და შემეცნებაში
Комментариев нет:
Отправить комментарий