პროექტი ,, ტოლერანტული თბილისი"

პროექტი ,, ტოლერანტული თბილისი"

      მსოფლიოში, ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელია ქალაქები, რომლებიც მრავალრიცხოვანი შემოსევების შედეგად დარბეულან, დანგრეულან, გაცამტვერებულან, მაგრამ არ აღგვილან პირისაგან მიწისა და ფერფლისგან აღმდგართ, კვლავაც მნიშვნელოვანი სიტყვა უთქვამთ მსოფლიო ცივილიზაციაში. 
     თბილისი ერთ-ერთი მათგანია. მარტო მისი სახელი, ერთ ისტორიად ღირს, ხოლო თბილისური ფენომენი, საუბრის ცალკე და არც თუ პატარა თემაა. სტუმარიც და მასპინძელიც დღეს ერთხმად აღიარებს, რომ ამ ქალაქის განსაკუთრებულობა, სწორედ მის მრავალეთნიკურობაშია. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, მტრულად თუ მოყვრულად, საკუთარი სურვილით თუ იძულებით, სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები მოდიოდნენ, თბილისში, ან მის შემოგარენში სახლდებოდნენ, თან მოჰქონდათ თავიანთი ტრადიციები, კულტურა და რელიგია. ასე გაჩნდა თბილისში ებრაელთა, სომეხთა, ფრანგთა, გერმანელთა უბნები თუ კოლონიები. ისინი თავის უბანში სალოცავს აშენებდნენ, რომელიც მათთვის არა მარტო რელიგიურ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებმა საქართველოს დედაქალაქში შეძლეს საუკუნეების მანძილზე შეენარჩუნებინათ თავიანთი რელიგია და თვითმყოფადობა – ასე შეიქმნა თბილისის უნიკალური ფენომენი.
      ტოლერანტული თბილისი, ანუ დედაქალაქის სალოცავების თანაარსებობის საიდუმლო. კიდევ ერთი ლამაზი დღე ძველ თბილისში ,, ჩემებთან" IX/1 და XI/4 კლასთან ერთდ. 

* ლეღვთახევი
 * ცეცხლთაყვანისმცემლობის უძველესი ტაძარი - ათაშგა,
 * სინაგოგა, სომხური ეკლესია, 
 * მეჩეთი,
 * კათოლიკური ეკლესია.  
   როგორ თანაცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სხვადასხვა რელიგიის, რჯულის, ეროვნების ადამიანები ძველ თბილისში.  თბილისში არსებული სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ცენტრები და მათი ისტორია. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ნელი ნაბიჯებით მოვდიოდით და თან ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს, მაინც რამდენ უნიკალურ და გამორჩეულ ნაგებობას იტევს პატარა ქალაქის კიდევ უფრო პატარა და ძველი უბანი. თუმცა გვსვიწყდება, რომ თბილისი ერთ-ერთი მათგანია იმ თითზე ჩამოსათვლელი ქალაქებიდან, რომლებიც მრავალრიცხოვანი შემოსევების შედეგად დარბეულან, დანგრეულან, მაგრამ ბოლომდე არ განადგურებულან და მაინც მნიშვნელოვანი სიტყვა უთქვამთ მსოფლიო ცივილიზაციაში. დღეს ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამ ქალაქის განსაკუთრებულობა სწორედ მის მრავალეთნიკურობაშია, რაც ოდითგანვე განუმეორებელ ხიბლს ანიჭებდა თბილისს და მის ფენომენს ბევრისთვის ამოუხსნელს ტოვებდა."
 

 

 

 

 

 

 





 

 


Комментариев нет:

Отправить комментарий

შინაურებისთვის მინანისა და მსოფლიოსთვის “ კლდის ვეფხვის ” შესახებ ბევრი დაწერილა , ფილმებიც გადაღებულა , ლეგენდებიც მოყოლილა ,...