მეათე კლასის მოსწავლეებს, „თავისუფალი გაკვეთილების” ფარგლებში, სასწავლო ექსკურსია ჩაუტარდათ თემაზე - საქართველოს ისტორია და აჭარა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, ახალი, მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.
თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობისა და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს. სწორედ ასეთ აქტივობას განეკუთვნება სასწავლო ექსკურსიები, რომელიც სრულიად ახალ ფორმატში აღდგა.
10/4კლასი😘ვიწყებთ : სასწაული ადგილი და სასწაული სილამაზე, საოცარი კუთხე- კულტურული, რელიგიური და ისტორიული მოგზაურობა მთიან აჭარაში.
აჭარაში სამოგზაუროდ წასვლას მიზეზები არ სჭირდება. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ბათუმში და ქალაქიდან შორ ჰორიზონტზე გაგიხედავთ, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ ქალაქის იქით უდიდესი სივრცეა, სიმწვანესა და სიმშვიდეში ჩაფლული, რომელიც მუდმივად გიხმობთ და გიზიდავთ თავისკენ. შესაძლოა ფიქრობთ, რომ გინახავთ ბათუმი და იცნობთ აჭარას, მაგრამ გვერწმუნეთ, ნამდვილი აჭარა ბათუმის იქით იწყება.
·
ავირჩიეთ მიმართულება, შევადგინე
მარშრუტი, მოვხაზეთ მასზე აუცილებლად სანახავი ადგილები.
·
მოვიმარაგეთ სპორტული ფეხსაცმელი
და თბილი ტანსაცმელი, რადგან აქ ნებისმიერ სეზონზე ტემპერატურა საშუალოზე
დაბალია.
·
თან წავიღეთ ამაღლებული განწყობა,
რადგან წინ დიდი თავგადასავალი გველოდება!
პირველი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც აჭარაში მოგზაურობა თქვენს დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცევა -
ხელუხლებელი ბუნებაა. შესაძლოა გიმოგზაურიათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და
უკვე მოხიბლულიც ხართ მარადმწვანე ნაძვის თუ ხშირი ფოთლოვანი ხეების თვალუწვდენელი ტყეებით, რომლებიც დედამიწის ზედაპირზე გიგანტებივით წამომართულან. შესაძლოა ალპური ზონები საკუთარი ბიომრავალფეროვნებით გახდა თქვენი აღფრთოვანების მიზეზი, მაგრამ ის რაც აჭარის მთებში გელოდებათ საქართველოს ბუნების ყველაზე ლამაზ კომპონენტებს აერთიანებს.
მწვანე, მწვანე. ბევრი მწვანე. აჭარის მთებში ერთმანეთს მწვანე ფერის უამრავი ვარიაცია ენაცვლება. ეს ფერი, რომელიც სიცოცხლის, სიახლისა და სიმშვიდის სიმბოლოა გმუხტავთ
ქედა, ხულო, ჩირუხი, სარიჩაირი, ხიხანის ციხე, შუამთა, ბეშუმი -
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ცხრა მთას იქით დამალული აჭარიდან, რომელიც მუდმივად მზად არის გადაუშალოს საკუთარი გული ყველა სტუმარს. გულთბილად მიიღოს და აზიაროს ყველა საკუთარ ფასეულობას, გააცნოს და დაეხმაროს ყველა კუთხე-კუნჭულის შემეცნებაში.
მწვანეში ჩაფლული აღმართები და დაღმართები ერთი შეხედვით უსასრულოდ გეჩვენება, მაგრამ არასდროს გტოვებს შეგრძნება, რომ ამ მთის თუ გორაკის იქით კიდევ ახალი, ჯერ კიდევ შეუცნობელი, ჯერ კიდევ ხელუხლებელი სამყარო გელოდება. ამ მთის იქით სხვა ცხოვრების დინამიკაა, აქ ხალხია, ვინც ყოველთვის მზად არის საკუთარი ოჯახის წევრივით მიგიღოს, გაგიმასპინძლდეს, ღამე გაგათევინოს და მეორე დღეს დაგეხმაროს ახალი გზის გაკვლევაში.
მაშ ასე დაუვიწყარი მოგზაურობა მთიან აჭარაში,, ჩემს გიჟებთან"ერთად.
გონიოს ციხე - ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნის ციხესიმაგრე, გაეცნობით მის ისტორიას და მოინახულებთ მუზეუმს, სადაც გათხრების შედეგად ნაპოვნი ექსპონანტებია თავმოყრილი.დაცული ტერიტორია - მტირალას ეროვნული პარკი. მდიდარი ფლორა და ფაუნა, წითელი წიგნში შესული უამრავი სახეობა. ვულკანური ნალექები და ჩანჩქერები, მრავალი საფეხმავლო ბილიკი ტურისტებისთვის.მახუნცეთის ჩანჩქერი - ზღვის დონიდან 335 მეტრზე გამოედინება 50მ სიმაღლის ჩანჩქერი.
რაც შეეხება ტაძრებსა და ციხეებს, მთიან აჭარაში არც თუ ისე ხშირად გვხვდება ძველი შენობა-ნაგებობები. თუმცა რაც გვხვდება საკმაოდ ადრეულ ხანებშია აგებული: სხალთის დარბაზული ეკლესია(XIII ს.); გონიოს ციხე (II ს.); პეტრა ქაჯეთის ციხე (VI ს.); ხიხანის ციხე (XI ს.); , შუახევის ციხე (შუასაუკუნეები); სხალთის დარბაზული ეკლესია(XIII ს.); ვერნევის დარბაზული ეკლესია (XI ს.); თხილვალის დარბაზული ეკლესია (შუა საუკ.); ხულოს ციხე (შუა საუკ.);
შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები თითქმის მთელს მთიან აჭარაშია გავრცელებული, მათი გავრცელება მდინარეების დაქსაქსულმა კალაპოტებმა გამოიწვია. ესენია: მახუნცეთი, , კობალაური, კოკოლეთი, მესხიქედი, ფურტიო, ცხენკანი.
პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ადრეშუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეს, გვიანდელი ხანის საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობებს, V-VI სს. ბაზილიკის ნაშთებს, ანტიკური ხანის სამაროვნებსა და საცხოვრებელ ნაგებობათა (ე.წ. ვილის) ნაშთებს. ასევე, ტერიტორიაზე მიკვლეულია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები, გვიანბრინჯაო.ადრე რკინის ხანიდან მოყოლებული გვიან შუა საუკუნეებამდე. ნაკრძალის ტერიტორია მიოცავს დაახლოებით 7 ჰა.
ის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ააშენა ბერძენმა იოანე სტრატიგოსმა 535 წელს. „პეტრა“ ბერძნულად კლდეს ნიშნავს. ქართულ საისტორიო წყაროებში ის ქაჯეთის ციხედაც იწოდება.
მახუნცეთის ჩანჩქერთან. 50 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, მასთან მოსახვედრად კი თამარის ხიდი გადავიარეთ, რომელიც აჭარაში ყველაზე დიდი თაღოვანი ხიდია. მისი სიგრძე 20 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 6 მეტრი.
სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ–მუზეუმი
მუზეუმი ფუნქციონირებს ცნობილი საზოგადო მოღვაწის შერიფ ხიმშიაშვილის ყოფილ სახლში, რომელიც მისივე პროექტით აშენდა 1873 წელს. მუზეუმში დაცულია ხიმშიაშვილების ოჯახის კუთვნილი ყოფითი ნივთები: ავეჯი, ვერცხლისა და სპილენძის, ფაიფურის ჭურჭელი, საბრძოლო იარაღები, ფერწერული ტილოები, მე-19 ს-ის ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ჩანაწერები, ფოტოები და სხვადასხვა დოკუმენტები.
სხალთა, ყინჭაური — XII საუკუნის ეკლესია აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში, მდინარე სხალთის (ხიხანის) ხეობაში, სხალთის ეპარქიის ცენტრი.
სხალთის ეკლესია უდიდესი მნიშვნელობის ძეგლს წარმოადგენს და საპატიო ადგილი უკავია ქართული ხუროთმოძრვრების სხვა იშვიათ ნიმუშებს შორის. იგი შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია აჭარაში.
სხალთის მამათა მონასტრის კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა ნაგებობებს: ეკლესია, მცირე ეკლესია, მარანი, სამარხები.
ლეგენდა
ხალხში დარჩენილი ზეპირთქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებს და არც მის ამშენებელ ოსტატს ივიწყებს.
ხიხანის ხეობის ხელოსნები განთქმულნი იყვნენ თავიანთი ოსტატობით, ამას ადასტურებს ხალხში დარჩენილი ლეგენდა სხალთის ეკლესიის აშენების შესახებ: ეკლესიის მშენებელი ოსტატი ისეთი გონიერი და დიდი ანგარიშის მცოდნე ყოფილა, რომ მას წინასწარ გამოუთვლია რამდენი ცალი ქვა დასჭირდებოდა ამ ეკლესიის ასაგებად. ადგილზე ქვები მოჰქონდათ ხელიდან ხელში გადაცემით. როცა შენობის დამთავრებას ერთი ქვაღა აკლდა, აღმოჩნდა, რომ ქვების მარაგი გათავებულიყო. ოსტატმა რა დაინახა, ანგაშში მოვტყუვდიო, სირცხვლის ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. როცა აჭარას აღმოსავლეთით ურდოები შემოესიენ, მაშინ თამარ მეფემ ხიხანის ციხეს შეაფარა თავი და იქიდან მიწისქვეშა საიდუმლო გზით სხალთის ეკლესიაში დადიოდა სალოცავად. როცა მტერმა მიაგნო მის გზას და შეპყრობას უპირებდა, თამარ მეფე მტერს არ ჩაბარდა და საწამლავი დალია.
გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს გონიო-აფსაროსის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა, საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ნივთები, იუსტინიანე I-ის სპილენძის მონეტები და სხვა. მასალის ნაწილი ექსპონირებულია საგამოფენო დარბაზში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც ძირითადად შედგება უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან და ამჟამად დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. ანტიკური ტრადიციის თანახმად აფსაროსის დაარსება არგონავტების ექსპედიციას უკავშირდება. მათ მიერ აიეტის ვაჟის აფსირტეს მოკვლას და ამ ადგილას დაკრძალვას. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უძველესი დასახლება აქ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. საკუთრივ ციხე აქ რომაელებმა ახ. წ. I საუკუნის 70-იან წლებში ააგეს. გონიოს ციხე აფსაროსი, ისტორიული ციხესიმაგრეა აჭარაში. იგი გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან მდებარეობს. უძველესი ცნობა მის შესახებ რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს ეკუთვნის. ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომ დროინდელი სახელწოდებაა. II საუკუნეში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი. 1547 წლიდან 1878 წლამდე გონიოს ციხე ოსმალებს ეკავა. ციხე გეგმით დიდი ზომის სწორკუთხედია,ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული.გონიოს ციხე ქვითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. თქმულებების მიხედვით, ციხეს უწინ თურმე ჭოროხი ჩამოუვლიდა და ციხის მახლობლად იქვე ზღვას ერთვოდაო. გადმოცემის მიხედვით, ამ მდინარეს უწინ სანაოსნო მნიშვნელობა ჰქონია: აქედან ძველად ნავებით ართვინში გადადიოდნენო. დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ტოტი ჩაკეტილა და ტბად გადაქცეულა. ასე შექმნილა ტბა, რომელიც დღეს გონიოს ტბის სახელითაა ცნობილი. იმას რომ აფსარის ციხე რომაელთა ლეგიონებისათვის პლაცდარმს წარმოადგენდა მოწმობს იტალიაში ნოლას მახლობლად აბელაში კვარცხლბეკზე აღმოჩენილი წარწერა. ამ წარწერაში მოხსენიებულია კოლონია აბელას პატრონი ცენტურიონი მარციუს პლეტორიუს ცელერი. წარწერაში მის შესახებ ნათქვამია, რომ მრავალილეგიონის ცენტურიონად დაყოფისას იგი, როგორც პართიის ომის მანაწილე, დააჯილდოვა იმპერატორმა ტრაიანემ, წარწერაში ნათქვამია, რომ ერთ დროს ის ასრულებდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებულ და აფსარში დაბანაკებული დამხმარე რომაელი ჯარების მეთვალყურე რაზმების მეთაურის თანამდებობას.
ლაშქრობის და ექსტრემალური გართობის შეთავსებაც შევძელით, მტირალას ეროვნული პარკი ჩვენს განკარგულებაშია. პარკამდე ჩაქვიდან დაახლოებით 15 კმ-ია. აქ ორი სალაშქრო ბილიკია: 7 კმ-იანი წაბლნარის ბილიკი და 15 კმ-იანი ცივწყაროს ბილიკი.
Комментариев нет:
Отправить комментарий